მინისტრი-უახლოეს ხანებში შეირჩევა მშენებელი, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დაიწყებს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას


  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში შეირჩევა მშენებელი, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დაიწყებს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას.

“პროცესების დაჩქარებისთვის გვყავს აყვანილი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ტექნოლოგიურ ნაწილში გვიწევს დახმარებას. შესაბამისად, საკონკურსო, სატენდერო წინადადება მომზადდა „ჰადესთან“ ერთად, ეს არის ბელგიური წამყვანი კომპანია და ჩვენ ახლა ვიწყებთ უკვე სამშენებლო კონკურსის გამოცხადებას. ეს უახლოეს დღეებში დაიწყება, ასე რომ, ეს სამუშაო მთელი ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 2023 წელს. ბოლო დეტალები დაზუსტდა. მთავრობის ბოლო სხდომაზეც გვქონდა საბოლოო დეტალები შეთანხმებული და უახლოეს ხანებში შეირჩევა მშენებელი, რომელიც დაიწყებს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. ეს არის კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად. აქაც გვყავს ჩვენ ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ჩართული. იცით, რომ უკვე ვართ წინადადებების მიღების ეტაპზე გადასული. შარშან იყო ინტერესთა გამოხატვა, რომელიც წარმატებით ჩატარდა და ჩვენ ორი მაღალი კვალიფიკაციის პრეტენდენტი მივიღეთ და ორ კონსორციუმთან მიდის ახლა მუშაობა. იცით, რომ ორივე კომპანიის თხოვნა იყო, ჩვენ ვადები გაგვეხანგრძლივებინა, რადგან დოკუმენტების მომზადებისთვის მათ მეტი დრო დასჭირდათ. ვადები გახანგრძლივებულია მაისის ბოლომდე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!