- მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული თვითიზოლაციისა და კარანტინის ვადა ორი დღით მცირდება. რეგულაცია 12 აგვისტოდან მოქმედებს.
ახალი დადგენილების მიხედვით:
- უცხო ქვეყნიდან ან ოკუპირებული ტერიტორიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირი ან ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირი საკარანტინო სივრცეში 12 დღეს გაატარებს;
- საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული ტესტის პასუხი და 12 დღის განმავლობაში 72 საათში ერთხელ ჩაიტარონ ტესტი;
- თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობულინი “G” (კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს), იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.
დადგენილება, თუ მასში ცვლილება არ შევიდა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.