საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ, დღეს, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით: „განათლების სისტემის რეფორმა არის სწორედ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი 2019 წელს და მომდევნო წლებში.
განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით 2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებისთვის, ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა, ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორ მე-11 კლასელებს, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“.
პრემერ-მინისტრის განმარტებით, წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი ამოქმედდება 2020 წლიდან.