მეუფე სტუმრებს “სამეფოში” მასპინძლობს


ვლაქერნობაზე ჩამოსულ სტუმრებს ზუგდიდის ეპარქიის მღვდელთმთავარი, მიტროპოლიტი გერასიმე წირვის დამთავრების შემდეგ რესტორან ,,სამეფოში” მასპინძლობს. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის კვართის მოლოცვა ზუგდიდში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მრევლს, შეუძლიათ საღამოს 20:00 საათამდე. მაგრამ, როგორც პრესსამსახურმა გვაცნობა, მოლოცვა გაგრძელდება, მანამ, სანამ ხალხის ნაკადი არ შეწყდება. ამ დილით, 9 საათზე, მუზეუმიდან ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში  გადააბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, რომელიც უკვე მოილოცეს  ზუგდიდში ჩამოსულმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. კვართის მოსალოცად ჩამოსულია ხუთი მღვდელმთავარი, მათ შორის ერთი არის რუსი ეპისკოპოსი, თავის სამღვდელოებასთან ერთად. ჩამოსული არიან აგრეთვე მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

 დღეს  ქრისტიანული საზოგადოება ვლაქერნობას — ანუ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს. ზუგდიდელებისათვის ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან  ზუგდიდის დადიანების კარის ეკლესია, სწორედ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობისაა. იმავდროულად, ზუგდიდის მუზეუმში დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი, რომელსაც ტრადიციულად, ვლაქერნობას გამოაბრძმოსალოცად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!