- დაახლოებით ორი წლის წინ გახდა ცნობილი, რომ ფეისბუქი მესენჯერის ახალ ფუნქციას ტესტავდა, რომელიც საეჭვო მომხმარებლების იდენტიფიცირებას ახდენს. ასეთი ადამიანები ხშირად სხვების მაგივრად საუბრობენ და ასეთი სახით ინიღბებიან. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ვინმე ეცდება თქვენი მეგობრის სახელით დაგიკავშირდეთ, ახალი ფუნქცია მის იდენტიფიცირებას მოახდენს და დაუყოვნებლივ გაცნობებთ ამის შესახებ.
საეჭვო ადამიანების ამოცნობის ფუნქცია გააქტიურდება მაშინ, როცა თაღლითი ერთ-ერთი მეგობრის გაყალბებული პროფილით მოგწერთ და ამით თქვენს შეცდომაში შეყვანას შეეცდება. ამ დროს მესენჯერში თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელიც გწერთ თქვენი ერთ-ერთი მეგობრის სახელს ბოროტად იყენებს. გაფრთხილების ფანჯარაში შესაძლო მსხვერპლი მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის შეიქმნა აღნიშნული პროფილი და რამდენი მეგობარი ჰყავს შესაძლო ბოროტმოქმედს.
აღნიშნული ფუნქციის მოქმედების მეორე სცენარის მიხედვით, ფეისბუქი მარტივად შეგატყობინებთ თაღლითის შესახებ, რომელიც თქვენს მოტყუებას ცდილობს. ანგარიშის მიხედვით სოციალური ქსელი ამისთვის მანქანურ სწავლებას გამოიყენებს, რათა დაადგინოს ის უჩვეულო აქტივობები, რომლებიც ამა თუ იმ პროფილიდან განხორციელდა. გაფრთხილების მიღების შემდეგ თქვენ აღნიშნული პროფილის დაბლოკვის და თაღლითებთან ბრძოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გექნებათ.
თავდაპირველად ახალი ფუნქცია შეზღუდული რაოდენობის ტესტერებმა გამოიყენეს, ხოლო iOS მომხმარებლები აღნიშნულ სიახლეს მომდევნო კვირაში მიიღებენ.
წყარომე