ნიდერლანდებში ქალს Facebook-ზე შვილიშვილების ფოტოების გამოქვეყნებისთვის შვილმა სასამართლოში უჩივლა


  • ნიდერლანდების სასამართლომ ქალს Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოები წააშლევინა, რადგან მან სურათები ბავშვების დედის ნებართვის გარეშე ატვირთა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შვილმა დედას სურათების წაშლა რამდენჯერმე სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დედას სასამართლოში უჩივლა, რადგან მისი აზრით, ეს ბავშვების პირადი უსაფრთხოების სერიოზული დარღვევა იყო.

მოსამართლემ მისი პოზიცია გაიზიარა, რადგან ბებიამ ბავშვების ფოტოები ყველასთვის გახადა ხელმისაწვდომი, რისი უფლებაც დედის ნებართვის გარეშე არ ჰქონდა.

ბებიამ ფოტოები 10 დღის განმავლობაში უნდა წაშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეში ჯარიმის სახით €50 გადახადა მოუწევს. მისი ქალიშვილი ამ თანხის ყოველღიურად 250 ევრომდე გაზრდას ითხოვდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!