” ზუგდიდელები” გთავაზობთ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი გოგოხიას ანგარიშიდან ფრაგმენტს, რომელიც ეხება მერიის მიერ 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდის მანძილზე განხორციელებულ აქტივობებს სოციალური პროგრამების ფარგლებში.
“სოციალური პროგრამები
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე წელს ხორციელდება 14 პროექტი. ამ პროექტების განხორციელებისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 859 000 ლარი. მიმდინარე ეტაპზე უკვე გახარჯულია 692 289,05 ლარი, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა სრულად იქნება ათვისებული.
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 6 ადგილობრივი ვეტერანი ყოველთვიურად, პენსიაზე დანამატის სახით, 150 ლარის ოდენობით დახმარებას იღებს. ვეტერანთა ზუგდიდის კავშირს
ყოველთვიურად ერიცხება თანხა 1306 ლარის ოდენობით (ათი თვის განმავლობაში სულ: 13060 ლ). 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის 22
ვეტერანს (მათ შორის 6 ვეტერანებთან გათანაბრებულ პირს), საჩუქრად 300 ლარი გადაეცა. გარდაცვლილი ომის ვეტერანების
ოჯახებს (ასეთი მიმდინარე წელს 5 ოჯახი იყო) 300 ლარის ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარება ჩაერიცხა. ამ პროგრამებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 30 000 ლარი. ამ დროისათვის გახარჯულია 24 492 ლარი.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში 45 მრავალშვილიან ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 500 ლარი გადაერიცხა. აღნიშნული თანხები მოხმარდა სოციალურად დაუცველ ახალშობილთა 3 ოჯახს. მათ შორის 2 ოჯახს 500 ლარი ტყუპის შეძენისას ჩაერიცხა, ხოლო 1 უმწეო ოჯახს 200 ლარი მეორე შვილის შეძენისას (სულ 1200 ლ). 18 მარტოხელა დედას 200 ლარი (სულ 3600 ლ) გადაერიცხა. დედ-მამით ობოლ 8 ბავშვს 200 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება გამოეყო (სულ 1600 ლარი). ამ პროგრამებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარია გამოყოფილი, ამ დროისათვის გახარჯულია 16900 ლარი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 331 პირისა და ონკოლოგიური ავადმყოფისათვის, მათ შორის 38 ავადმყოფი ბავშვის დახმარებისათვის,
ერთჯერადად გაიცა ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. ამ პროგრამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარია
გამოყოფილი თუმცა ამ დროისათვის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე ქალაქის ბიუჯეტიდან გახარჯულია 66 200 ლარი.
სოციალურად დაუცველი ოჯახების, შშმ პირთა ცხოვრების და ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება- თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 5
სხვადასხვა პროექტი. ბიუჯეტის ოდენობამ ჯამში 23889 ლარი შეადგინა .
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის მიმართულებით არსებული პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალებისას, 18 წლამდე ასაკის 156-მა მოქალაქემ მიიღო 200 ლარის ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარება. ბიუჯეტიდან ამ პროგრამით გამოყოფილი თანხა 25 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე გახარჯულია 31 200 ლარი. (თანხების მობილიზება მოხდა
სხვა პროგრამებიდან).
ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამით 100 წელს გადაცილებულმა სამმა მოქალაქემ მიიღო 500 ლარის ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარება. ამ პროექტით ბიუჯეტში გათვალისწინებული 3000 ლარიდან, ამ ეტაპზე გახარჯულია 1500 ლარი. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამიდან საახალწლო და სააღდგომო საჩუქრები, საკვები პროდუქტის სახით, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, დედ-მამით ობოლი ბავშვებისა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარების 300-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. აღნიშნული პროგრამებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 40 000 ლარი. ამ დროისათვის გახარჯულია 18 155 ლ.
ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ 19 მოქალაქეს, 50 ლარის ოდენობით, ტრანსპორტირების ხარჯები აუნაზღაურდა. აღნიშნული საქმიანობისათვის 49 000 ლარი იყო გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მიმდინარე ეტაპზე გახარჯულია 7 550 ლარი.
უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვის პროგრამიდან, ხანძრისა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 7 ოჯახს 300 დან 1000 ლარამდე ფულადი დახმარება გაეწია. (სულ 5100 ლ). უსახლკაროდ დარჩენილ სოციალურად დაუცველ 69 ოჯახს (ეს ციფრი ცვალებადია) ბინის ქირავნობის თანხა გადაერიცხა, თითოეულს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
აღნიშნული პროგრამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 90 000 ლარი. ამ ეტაპზე გახარჯულია 69 200ლარი.
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამიდან გარდაცვლილი დევნილის ოჯახის სარიტუალო ხარჯები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარით ფინანსდება. ამ ეტაპზე დაფინანსებულია 60 დევნილი ოჯახი. ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 7 000 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე ეტაპზე,
აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გახარჯულია 12 000 ლარი (თანხის მობილიზება მოხდა
სხვა პროგრამებიდან). სოციალური საცხოვრისის 14 ბენეფიციარს (თითოეულ მათგანს,) კომუნალური ხარჯებისათვის, ზამთრის პერიოდში 100 ლარი გადაერიცხა. ამჟამად დასასრულს უახლოვდება საცხოვრისის გაზიფიკაციის სამუშაოები. ამ პროგრამის
უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 25 000 ლარი. ბენეფიციართა კომუნალურ გადასახადებზე გახარჯულია 4200 ლარი. გაზიფიკაციის სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის (უფასო სასადილო) პროგრამის ფარგლებში, რაც სოციალურად დაუცველი 230 მოქალაქის სადილით ყოველდღიურ უზრუნველყოფას ითვალისწინებს, გახარჯულია 77 341,7 ლარი. ბიუჯეტით, ამ პროგრამისათვის გამოყოფილი თანხა 110 000 ლარს შეადგენს.
სოციალურ პროექტებში მიმდინარე წლის განმავლობაში სულ 409 527,7ლარია გახარჯული. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის განყოფილებაში მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ჩატარებულია ჯანდაცვის კომისიის 47 სხდომა. დაფინანსებულია 1338 მოქალაქის სამედიცინო მომსახურება, დაფინანსების საერთო ღირებულებამ 542 030.60 ლარი შეადგინა. ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიიღო 516 მოქალაქემ. ამ პროგრამით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 197 89.40 ლარია გახარჯული. გამოკვლევა დაუფინანსდა 86 მოქალაქეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 165.30 ლარი გაიხარჯა. ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამით 199-მა მოქალაქემ ისარგებლა. ბიუჯეტის დაფინანსებამ 140 953.90 ლარი შეადგინა. C ჰეპატიტის დიაგნოტიკის თანადაფინანსების პროგრამით 523-მა მოქალაქემ ისარგებლა და დაფინანსებული თანხის საერთო ოდენობამ 165 630.00 ლარი შეადგინა. ბავშვთა ცერემბრალური დამბლისა და აუტიზმის დიაგნოზის მქონე 14 მოქალაქეს 13 387.00 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო მკურნალობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაუფინანსდა. აღნიშნული პროგრამებიდან გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა, მიმდინარე ეტაპზე, მოქალაქეთა მომართვიანობისა და აუცილებელი საჭიროებების გათვალისწინებით, კომისიური განხილვების შედეგად დაფინანსებულია 514 230 ლარის მომსახურება. (მ/შ სამედიცინო დაწესებულებებს უკვე ჩაერიცხა 282 761,35 ლარი). ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ“, მიმდინარე წელს, სამჯერ განახორციელა მოქალაქეების უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება. აღნიშნული მომსახურებით ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებმა ადგილობრივმა, დევნილმა და მოწყვლადი ჯგუფების 200-მდე წარმომადგენემლა ისარგებლა.
2016 წლისთვის დამატებით დაგეგმილია :
ხანდაზმულთა სოციალური დაცვის პროგრამა: ღვაწლმოსილი თანაქალაქელების
ფინანსური წახალისება (10 მოქალაქე) თვეში 100 ლ ოდენობით.
სოციალურად დაუცველი ოჯახების შეშით და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფის
პროგრამა: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1000 ლ ფარგლებში.
2016 წელს გაგრძელდება პროგრამის დაფინანსება, სავარაუდოდ, დაემატება საზღვარგარეთ
მკურნალობისთვის ტრანსპორტირების ხარჯები (სულ 450 000ლ);”
ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მერიის ვებგვერდზე http://www.zugdidicity.gov.ge/