გათავისუფლება პარტიული ნიშნით?


“ზუგდიდელებს”  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში  მცხოვრებმა მოქალაქემ დაურეკა, რომელმაც არ ისურვა  ვინაობის გამხელა, მაგრამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ჭკადუაშის  ბაღის გამგე, ქალბატონი  ელისო ჩხეტია  გაურკვეველი მიზეზით გაათავისუფლეს თანამდებობიდან . მშობლები ერთხმად ითხოვენ, კომპეტენტურმა პიროვნებებმა განუმარტონ, რა მოტივით მოხდა გამგის გათავისუფლება, მათ ეეჭვებათ, რომ ეს მოხდა პარტიული ნიშნით და ითხოვენ  გამგის  თანამდებობაზე აღდგენას.  მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მშობლები აპირებენ  ბავშვების გადაყვანას მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საბავშვო ბაღში . “ზუგდიდელები“  დაუკაშირდა ქალბატონ ელისო ჩხეტიას, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერ-ჯერობით, არ სურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ჩვენ დავუკავშირდით  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელ სააღმზრდელო  დაწესებულებათა ცენტრის დირექტორს, ქალბატონ ციცანა თოლორაიას, რომელმაც სატელეფონო საუბარში უარყო გამგის გათავისუფლება პარტიული ნიშნით და განაცხადა, რომ ქალბატონი ელისო ჩხეტია შემოწმების აქტის საფუძველზე იქნა  გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. შეკითხვაზე, კონკრეტულად რა დარღვევა იქნა საბავშვო ბაღში აღმოჩენილი, ქალბატონმა ციცანამ სატელეფონო საუბარში ამაზე საუბრისგან თავი შეიკავა. კითხვაზე, თუ როდის მოხდება ბაღში ახალი გამგის დანიშვნა,  გვითხრა, რომ ჯერჯერობით, განაცხადი ვაკანსიაზე არავის შემოუტანია.  „წესდების მიხედვით კი, გადაწყვეტილებას გათავისუფლება-დანიშვნასთან დაკავშირებით მარტო მე არ ვღებულობ, ამ პროცესში მუნიციპალიტეტის გამგებლი მონაწილეობს“.

ამ ეტაპზე, ჭკადუაშის ბაღის გამგის მოვალეობის შემსრულებელი გახლავთ ამავე ბაღის მასწავლებელი, ქალბატონი ეკა სიხარულია“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!