- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო.
“მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
წარსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი და კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ აქ