მერიის საჩუქრები სოციალურად დაუცველებს


 ამ წუთებში, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ  “ზუგდიდიელები.გე”-ს აცნობა, რომ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საკვები პროდუქტებით ასაჩუქრებს შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:
უფასო სასადილო (230 სოც. დაუცველი მოქ.), სოციალური საცხოვრისი (15 სოც. დაუცველი ოჯახი), დედ-მამით ობოლი 16 ბავშვი, მეორე მსოფლიო ომის 20 ვეტერანი და განსაკუთრებით შეჭირვებული რამდენიმე ოჯახი (სულ 300 ოჯახი). თითოეულ პაკეტში გათვალისწინებულია: შესქელებული რძე-2 ქილა; შაქარი-2 კგ; კარაქი-2 ც; ქათამი-1 ც; ფქვილი-2 კგ; ზეთი-1 ლ; კარამელი ხილის-1 კგ;  თაფლი – 0,5 ლ;   შოკოლადის კანფეტი-1 კგ; ლიმონათი-2 ლ;  ბურღულეული-2 პაკეტი;  ბრინჯი-1 პაკეტი;  ჰარმონია -1ც; კვერცხი-10.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!