მერიის მრჩეველთა საბჭოს ზოგიერთი წევრი გაურკვევლობაშია


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციამ მრჩეველთა საბჭოს წევრების შესახებ, მწვავე რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში და კონკრეტულად კი საბჭოს ორი წევრის ეკა მინჯორაიას და არჩილ თოდუას განცხადებებში, რომელიც მათ გააკეთეს სოციალურ ქსელებში.

ეკა მინჯორაია: “ცრუ სტატია თუ გაუგებრობა? მე არ ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი. მომართვა და შეთანხმება ჩემთან არ ყოფილა. მე ვიყავი ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით დავტოვე. მინჯორაიას ამ პოსტზე, იქვე, კომენტარს აკეთებს არჩილ თოდუა: “ანუ შენც არ იცოდი ეკა :)))) რა საინტერესოა :)).”  ირკვევა, არც არჩილ თოდუა იყო საქმის კურსში, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრად დასახელების თაობაზე. მოგვიანებით, ეკა მინჯორაია ისევ ბეჭდავს სოც. ქსელებში მორიგ პოსტს: „გაუგებრობა აღმოფხვრილია… როგორც ადრე, პატივისცემით, ვაგრძელებ თანამშრომლობას და მჭიდრო ურთიერთობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან და თვითმმართველობის სტრუქტურებთან მერის მრჩეველთა საბჭოს წევრად ყოფნის გარეშე”.

“ზუგდიდელებთან” საუბარში კი, “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა განმარტავს, “მისასალმებელია, რომ მერმა ჩათვალა საჭიროდ ჩვენი წევრობა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში, თუმცა, ცხადია, კარგი იქნებოდა, წინასწარი კონსულტაცია გამართულიყო და წევრობაზე შეთანხმება ორმხრივად მომხდარიყო. ცხადია, ორგანიზაცია მზად არის გარკვეულწილად ითანამშრომლოს საბჭოსთან, მიაწოდოს რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური კვლევებიც ჩაატაროს იმისთვის, რომ საბჭომ ეფექტიანი და მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი წინადადებები შესთავაზოს მერს”.
 „ზუგდიდელებს” ამ საკითხთან დაკავშირებით,  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ კახაბერ ფარცვანიამ უთხრა, რომ საბჭოს მომავალ სხდომაზ,ე ეს ადამიანები, გააკეთებენ განცხადებას, დარჩებიან თუ არა საბჭოს შემადგენლობაში”.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. მისი ინფორმაციით, “მერმა ლაშა გოგიამ სათათბირო ორგანოს ყოფილ წევრებს ნდობა გამოუცხადა და ისინი ავტომატურად გახდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე, დაემატა ახალი წევრებიც. თუ რომელიმე მათგანი იტყვის, რომ არ უნდა მუნიციპალიტეტის განვითარებაში მონაწილეობის მიღება, ჩვეულებრივ დაწერს განცხადებას საბჭოს დატოვების შესახებ”.
დაწერეთ შეტყობინება…

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!