მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის


  • ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

წაქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, დილიდან აქტიურადაა ჩართული მერიის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი” და მერიის შესაბამისი სამსახურები.

მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.

არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მაიზერ ნანავა და ბესიკ ჭეჟია ადგილზე ეცნობიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!