- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის, ინგლისური ენის სასწავლო კურსი დაიწყო.
სასწავლო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა და მსგავს სიახლეებს მერია მოქალაქეებს მომავალშიც შესთავაზებს. ასევე, ბენეფიციარებს მოუწოდა მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობა და ჩაერთონ მსგავს პროგრამებში.
ცნობისთვის, უფასო სასწავლო პროგრამაში ჩაერთო ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე დაბალია.
ამ ეტაპზე ჩართულია 6 ბავშვი, თუმცა, განცხადებების მიღება გრძელდება და წლის ბოლომდე, პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა 22 ბენეფიციარს ექნება.