- მექსიკიდან აშშ-ში მოსახვედრად მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთის მცდელობისას რვა მიგრანტი დაიღუპა, სასაზღვრო პატრულმა 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც აშშ-ის სასაზღვრო საბაჟო სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
როგორც უწყების პრესსპიკერმა, რიკ პაუზამ განაცხა, ამერიკელმა მესაზღვრეებმა ხუთშაბათს სულ 53 მიგრანტი დააკავეს, მათ შორის გადარჩენილი 37 პირია. თავის მხრივ, მექსიკურმა მხარემ 39 ადამიანი დააკავა.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ბოლო დღეებში უჩვეულოდ ძლიერი წვიმის გამო, რიო-გრანდე ადიდებული იყო, რის გამოც მექსიკის ქალაქ პიედრას-ნეგრასის ქუჩები დაიტბორა.