“მგონია, თითქოს მატიანეს ფურცლავს დრო-ჟამი”


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფეისბუქგვერდი დაეთმო პოეზიის საღამოს- “მგონია, თითქოს მატიანეს ფურცლავს დრო-ჟამი”.

ფეისბუქმომხმარებლების წინაშე წარდგა უკრაინაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი რაულ ჩილაჩავა, რომელმაც ჩანაწერი სპეციალურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მსმენელისთვის ჩაწერა.

შეხვედრის დასაწყისში, ბატონი რაული მაყურებელს მიესალმა და მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ქართული, ასევე მეგრული ლექსები წაიკითხა. “ამ იძულებითი შინჩაკეტილობისა და კარანტინის ჟამს, ვუსურვებ ყველა თქვენგანს გამძლეობას, სიმხნევეს და ამ კრიზისიდან ყოველგვარი დანაკარგის გარეშე გამოსვლას. სანამ შინ ვართ, თქვენის ნებართვით, მინდა წაგიკითხოთ ჩემი რამდენიმე ლექსი. მაინცდამაინც მხიარული ლექსები არ არის, მაგრამ პოეზიის მიზანი არცაა ადამიანების გამხიარულება, მისი მთავრი მიზანი არის ფიქრი, განცდა და თუ ეს ჩემი ლექსები, თქვენ ოდნავ მაინც დაგაბრუნებთ პოეზიის სამყაროში და შეგიქმნით თავისებურ განწყობილებას, ძალიან კმაყოფილი დავრჩები.”

დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ, უსურვა ჯანმრთელობა და გამძლეობა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!