მღერის „მაფშალია”


უკვე რვა წელია დაუღალავად მღერის და ზუგდიდელებს სულს უთბობს ,,მაფშალია”- ვეტერანების ქალიშვილთა ანსამბლი. ხუთნი არიან… თითოეული მათგანის ბიოგრაფიაში წერია, რომ ბავობიდანვე მღერის და უფრთხილდება ფოლკლორს, რომ პირვანდელი სახით გადასცეს შთამომავლობას. თითოეული მათგანის ბიოგრაფია სავსეა იმ ტკივილითა და სიხარულით, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს. ლამაზო ქობალია, მერიკო თორდია, მანანა კვეშელავა – ფრუიძე, მზია შონია, ჯულიეტა ტუფურიას ხელმძღვანელობით, კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან  (ხან სად და ხან სად!) და რეპერტუარს ხვეწენ ( მათ, რეპერტუარში კი, 60-მდე სიმღერაა!) არაერთი ფესტივალი დაუმშვენებიათ, არაერთი დიპლომი მიუღიათ, მაგრამ იმდენად თავმდაბლები არიან, მათთან მისულებს აქეთ გვებოდიშებიან,-შეგაწუხეთო. არადა, მათი სიმღერების მოსმენა შეწუხება კი არა, სულის მკურნალობა, მშობლიურ ფესვებთან შეხება, წინაპრებთან შეხმიანება, რწმენის გაძლიერებაა, რომ სანამ ქართული ჰანგები გაჟღერდება, არ გადავშენდებით, ვისაც არ უნდა ეოცნებებოდეს ეს. ამიტომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გვინდა იცოდეს, –   ,,მაფშალიას” სჭირდება საკუთარი სამუშაო ოთახი, ,,მაფშალიას” წევრებს –  ხელფასით უზრუნველყოფა, რომ ამ ნიჭიერმა ადამიანებმა, თაობებს მშვიდად ასწავლონ ქართული ფოლკლორი და მისი მოფერება.

,,ზუგდიდელები”  ,,მაფშალიას’ მორიგ რეპეტიციას დაესწრო, –  დაგვპატიჯეს,-აფხაზური სიმღერა მოვამზადეთ და პირველად თქვენ მოგასმენინებთო. შემდეგ ამ აფხაზურ სიმღერას ხუთი მათი რჩეული ნაწარმოები მოაყოლეს და დაგვატკბეს. თქვენც მოისმინეთ და ისიამოვნეთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!