დირექტორები ისევ ძველი კადრები არიან


დღეს, 11 საათიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 37 საჯარო სკოლაში,  სკოლების სამეთვალყურეო საბჭომ ჩაატარა  დირექტორების არჩევნები. ქალაქის 4 სკოლაში – მე-2, მე-3, მე-11 და მე-12 საჯარო სკოლებში, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ვერ მოხერხდა დირექტორების არჩევა.

ქალაქის მე-8 საჯარო სკოლას სადირექტორო კანდიდატი საერთოდ არ  ჰყოლია. ასევე დირექტორები ვერ შეარჩიეს ანაკლიისა და ჯუმისა საჯარო სკოლებში. ამ სკოლებში დირექტორების არჩევის საკითხს განათლებისა სამინისტრო გადაწყვეტს. სკოლების უმრავლესობაში ძველი დირექტორები შენარჩუნდა.  როგორც ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა ,,ზუგდიდელებს”, არჩეულ დირექტორებს შორის ნაკლებადაა ახალი სახეები. ახალი დირექტორები ჰყავს მხოლოდ ყულიშკარის, ზედაეწერის, რიყის, დარჩელის მე-2 საჯარო სკოლებს. ზუგდიდის ქალაქის არც ერთ სკოლას არ ჰყავს ახალი დირექტორი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!