- ზუგდიდში, მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
მატარებლის და ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული მძღოლი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
ფოტო: ლევან გაბეჩავა