- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, რვა შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
“23 პაციენტიდან 14-ის წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან, რვა შემთხვევა შემოტანილია, აქედან ხუთი სატვირთო ავტომბილის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.