მანანა მებონია სკოლის დირექტორის პოსტს ტოვებს


  • დღეს, 30 წუთის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა მებონიამ, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, დაწერა რომ ტოვებს სკოლის დირექტორის პოსტს.

“ეს პოსტი ჩემი ყველა პოსტისგან ყველაფრით განსხვავებულია, გაგიკვირდებათ და …მტკივნეულიც! ამავე დროს, პასუხისმგებლობითაა ნაკარნახევი. არ ვიცი რამდენად სწორად მოვახერხებ ჩემი ემოციის გადმოცემას, მაგრამ ვეცდები:

სკოლა და სასკოლო ცხოვრება ჩემთვის ღირსების საქმე იყო! 35 წლის განმავლობაში ერთი დღე არ მახსოვს დუნე, უშინაარსო, სამსახურეობრივი მოვალეობის მოხდის ნიშნით ჩავლილი, მაგრამ დგება მომენტი, როცა გრძნობ რომ ცვლილებაა საჭირო-ცვლილება შენს ცხოვრებაშიც და სასკოლო ცხოვრებაშიც.

მივდივარ და გულით მიმაქვს სიხარულიც და ეჭვნარევი სევდაც, რასაც უშენობასთან შეგუების სირთულე ჰქვია, ჩემო საყვარელო სკოლავ! მე შენ როგორც სულიერს და ყველაზე ახლობელს, ისე გიფრთხილდებოდი და გელოლიავებოდი!

მადლობა ყველას, ვინმაც ეს გზა ჩემთან ერთად გამოიარა. უდიდესი სიყვარული ჩემგან ჩემს ნამოწაფრებს და მოწაფეებს, რომლებიც ჩემი მისამართით მადლიერების გამოხატვას არ ერიდებოდნენ!

ჩემი ნაბიჯი მხოლოდ ჩემი ხანგრძლივი ფიქრის შედეგია და არა გარეგანი მიზეზებით განპირობებული!

ყველა მომავალი წარმატება უზომოდ გამახარებს.”-წერს მანანა მებონია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!