მალხაზ ჯალაღონია: “ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმები”


  • “ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოჰპარა ქართველ ხალხს გამარჯვება არჩევნებში და ჩვენ, ყველას, მომავალი…”-უთხრა მედიას ზუგდიდის ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ,

-“ეს არის ადამიანი, რომელსაც არანაირად არ აინტერესებს თავისი ხალხის აზრი და ბედი, მას არ აინტერესებს არც დასავლეთის აზრი, მან იცის მხოლოდ ერთი ენა-რუსული და ამ ენაზე გაცემული ბრძანებები კრემლიდან. ის ყოველთვის მოახერხებს საქართველოში იპოვოს ღარიბი ადამიანი და  მისი მოსყიდვა და დაშინება მას არ გაუჭირდება… ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ახლა, ჩვენი ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე არ გამოვა… ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს იმის უფლებას, საბოლოოდ დაასამაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობა და საქართველო გახადოს რუსეთის გუბერნია”…

ჟურნალისტის შეკითხვაზე მეორე ტურთან დაკავშირებით,  მალხაზ ჯალაღონიამ უპასუხა: მე ძალიან მეეჭვება რომ ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას მეორე ტურში იმ ცესკოც ხელში, რომელიც გვყავს ჩვენ დღეს და იმ  პირობებში, რომელშიც არის დღეს ქვეყანა, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამის საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!