“ლურჯწვერა” ზუგდიდში


ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და გამომცემლობა „ინტელექტის“ ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა  რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ხელმძღვანელთან და მთარგმნელთან, ჟურნალისტ  დავით კაკაბაძესთან, რომელმაც აუდიტორიის წინაშე წარადგინა მის მიერ თარგმნილი მაქს ფრიშის უკანასკნელი ნაწარმოები „ლურჯწვერა“.

შეხვედრის დასაწყისში სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბიბლიოთეკის თანამშრომელს მაყვალა არქანიას ხსოვნას.

შეხვედრაზე წიგნის ავტორმა აღნიშნა,“მაქს ფრიშის რომანი მიეკუთნება მის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს, ეს გახლავთ მისი ბოლო ნაწარმოები. ამ წიგნის გამოცემის შემდეგ, მან მხოლოდ რამდენიმე წელი იცოცხლა. ნაწარმოები საინტერესოა იმით, რომ მკვეთრად განსხვავდება  შინაარსობრივად. ძალიან ფილოსოფიური რომანია. პრაქტიკულად, ეს არის სტენოგრამა სასამართლო პროცესის, რომელიც  რეალური ამბავია.  ფრიში ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ   დაესწრო სასამართლო პროცესის ყველა სხდომას. ეს იყო სრულიად ბანალური ამბავი. ქმარს ადანაშაულებდნენ ცოლის მკვლელობაში. პროცესის მსვლელობაში ფრიშმა დაინახა, რამდენად აბსურდულია სასამართლო სისტემა საერთოდ და რამდენად ფორმალიზირებულია მთელი ეს პროცედურა და ამ შთაბეჭდილებით შექმნა მან ეს ნაწარმოები.”.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=NbgNxzp_VFg[/embedyt]

გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორის, წიგნის გამოცემის ინიციატორის მწერალ ზვიად კვარაცხელიას თქმით, ნაწარმოები „ლურჯწვერა“ ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, საინტერესო და აქტუალური წიგნია და მას  ინტერესით შეხვდება მკითხველი.“

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!