- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები-საქართველო“ს პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს კამპანია “ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, განხორციელებულ დასუფთავების აქციას შეუერთდნენ და მდინარე ჩხოუშზე, ბოტანიკურ ბაღში შემავალი წყლის არხის სათავე ნაგებობის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ინფორმაციისთვის: წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 22 მარტი, 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.