ლუკა მებონია: “სიყვარული ხომ არასდროს კვდება”


  • ლუკა მებონია რუხის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა და იმავდროულად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის სტუდია “რეტროს” სოლისტი და დრამატული სტუდია “შთამომავლების” ნორჩი მსახიობია. ლუკა 7 გრანპრის მფლობელია.

ახალგაზრდა შემოქმედი ლექსების წერითაცაა დაკავებული. ლუკა ამბობს, რომ წერს პატრიოტულს, ასევე სასიყვარულო ლექსებს.

მე იმგვარად ვარ როგორც პირველად,
გთხოვ ერთი სიტყვა მაინც მითხარი,
შენახარ ჩემი დილა და ღამე,
ძილის დროსაც კი ტკბილი სიზმარი.
ჩემს გულში ახლა ქარიშხალია,
და ყველაფრის ხომ შენ ხარ მიზეზი,
გახსოვს ის ღამე ქუჩაში გნახე,
და გაყინული მე შენ გიმზერდი.
გიმზერდი და შენ მე ვერ მამჩნევდი,
ასე ხდებოდა და ასეც ხდება,
მინდა იცოდე და ეს გახსოვდეს,
სიყვარული ხომ არასდროს კვდება.
მე აღარ ვიცი ხვალ რა მოხდება,
ვიცი მხოლოდ რომ დღეს არვარ კარგად,
შენ შეიძლება ზეგ შემომხედო,
მაგრამ მე გეტყვი ნახვამდის კარგად.
შენი სითეთრე და სისპეტაკე,
ჰგავს გაზაფხულზე ამოსულ თეთრ ვარდს,
იცი მე შენზე ფიქრში ვათიე,
ეს ბნელი ღამე სრულიად თეთრად.
იქნება ალბათ დღე როცა გნახავ,
და ისევ ვიცი გავიყინები,
მაგრამ მე შენი მზერა დამადნობს,
დამავიწყდება თოვლი, ყინვები.
დამავიწყდება ვინა ვარ რა ვარ,
მხოლოდ ერთი რამ მემახსოვრება,
რომ მე მიყვარხარ მთელი არსებით,
შენი კისკისი მომაგონდება.
მომაგონდება ის ღამე როცა,
ქუჩაში ბნელში ჩვენ ვსეირნობდით,
ციდან პატარა თოვლი ცვიოდა,
შენ კი თბებოდი და მე მციოდა.
მთავრდება უკვე ეს გაზაფხული,
მთიდან მოისმის ირმის ბღავილი,
დაიწვას ვარდი დაიჭკნეს ია,
მხოლოდ შენახარ ჩემი ყვავილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!