ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას


  • ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”.

დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com)

დებულება

1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა).

2. კონკურსის მიზანია ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და სამეგრელოს მხარის პოპულარიზაცია.

3. კონკურსის მონაწილემ ერთი ლექსი (ბოლორითმოვანი, თავისუფალი, თეთრი) უნდა წარმოადგინოს კონკურსის გამოცხადებიდან, 2023 წლის 1 მაისიდან, 2023 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

4. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია გამოაგზავნოს დაუბეჭდავი (წიგნში, ჟურნალში, გაზეთში, ელ.ჟურნალში, ლიტ. საიტზე), ნებისმიერ თემაზე დაწერილი ერთი ლექსი (წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან).

5. მონაწილეობის მსურველმა 1 აგვისტოს დღის ბოლომდე, ელ.ფოსტაზე – quji2019@gmail.com უნდა გამოაგზავნოს საკონკურსო ნაწარმოები, მოკლე ბიოგრაფია, მისამართი და ტელეფონის ნომერი.

6. ჟიურის წევრები: თამარელა წოწორია (ლიტერატურათმცოდნე, ჟიურის თავმჯდომარე) მარინა თექთუმანიძე (პოეტი, ჟურნალისტი) გურამ ჯახუტაშვილი (პოეტი, მთარგმნელი) თამარ გელიტაშვილი (ლიტერატურათმცოდე) ზვიად კვარაცხელია (მწერალი, გამომცემელი) ლაშა გვასალია (მწერალი, ლიტერატურათმცოდნე) ნინო სადღობელაშვილი (მწერალი, ლიტერატურათმცოდნე).

7. კონკურსზე წარმოდგენილ ლექსებს ჟიური აფასებს 10 ბალიანი სისტემით (ნაწარმოებები, ავტორის მიუთითებლად ეგზავნებათ), შეფასებები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნებათ.

8. გამარჯვებულთათვის დაწესებულია ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო; კონკურსს ეყოლება 10 ფინალისტი, რომელთაგან გამოვლინდება 3 გამარჯვებული.

9. ფულადი პრემიები გაიცემა 3 გამარჯვებულზე: პირველი პრემია – 1000 ლარი; მეორე პრემია – 700 ლარი; მესამე პრემია – 500 ლარი; ფინალისტებს საჩუქრად გადაეცემათ პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული ფასიანი საჩუქრები.

10. 2023 წელს, ფესტივალი “ქუჯი-2023”-ის ფარგლებში, კონკურს გარეშე, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის დიპლომი, “ოსკარ შინდლერის აკადემიის” მიერ ‘”ქუჯისთვის'” სპეციალურად დამზადებული პრიზი – პანოები და 1000 – 1000 ლარიანი პრემია, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, გადაეცემა რამდენიმე ღვაწლმოსილ მწერალს.

11. საორგანიზაციო ჯგუფი: ილია ერქვანია, ნანა კვაშილავა, ბესიკ გვაზავა, დალი ჯორბენაძე, თემო ჭახნაკია.

12. დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 1 სექტემბერს, სენაკში, ისტორიული ციხეგოჯის ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!