ლიკა ზარქუა და “ახალი სახეები”


დღეს, სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის ,,ახალი სარკმელის’’,,გულების ოთახში’’, ჩატარდა ბავშვთა თვითმმართველობა ,,ოდაბადეს’’ პროექტის – ,ახალი სახეების’’ფარგლებში განხორციელებული  მორიგი შეხვედრა შემოქმედ მოსწავლეებთან. მსმენელის წინაშე საკუთარი ნამუშევრებით წარსდგა ქალაქ ზუგდიდის III საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლიკა ზარქუა.

ლიკა ზარქუამ ოცამდე ლექსი წაუკითხა თანატოლებს, უპასუხა მათ შეკითხვებს და ისაუბრა თუ როგორია მისი პოეტური სამზარეულო, როგორ იწერება მისი შემოქმედება, რა იტაცებს, რაზე ოცნებობს, რას ირჩევს მომავალ პროფესიად.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Z-oEHrjTklA[/embedyt]

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და ერთხელ კიდევ დაადასტურა, რომ პროექტი შესაძლებლობას აძლევს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს, შეეჩვიონ აუდიტორიას და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმას. ხშირად კი, სხვისი კრიტიკული აზრის მოსმენასაც.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!