თაკალანძე ბარძემაშვილის წინააღმდეგ


დღეს, ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან,  აფხაზეთიდან დევნილi, მრავალშვილიანi დედა მანანა თაკალანძე, ჟურნალისტებს შეხვდა  და ზუგდიდის “შპს” სუპერმარკეტის ბაზრის  დირექტორის მოადგილეს მანანა ბარძემაშვილს თაღლითობაში და მოტყუებაში დასდო ბრალი.

თაკალანძის თქმით, ბარძემაშვილმა მოტყუებით წაართვა საცხოვრებელი სახლი. “მქონდა ოროთახიანი ბინა დევნილების დასახლებაში. ბარძემაშვილმა შემომათავაზა მისი გადაცვლა სოფლის დიდ სახლში. დავთანხმდი. მან მოტყუებით მომაწერინა ხელი ხელშეკრულებაზე, რომელიც ნასყიდობის აღმოჩნდა. მე ვითხოვ დამიბრუნის ჩემი სახლი. მრავალშვილიანი დედა ქუჩაში ვარ დარჩენილი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-bQjYIYEn2c[/embedyt]

დაზარალებულთან იმყოფებოდა ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაცვლის ხელშეკრულების სანაცვლოდ მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. მისი განმარტებით, საქმე აღძრულია თაღლითობის ფაქტზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EaQNk2q3J6g[/embedyt]

თავის მხრივ, “შპს” სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!