ლიზ ტრასმა ბრიტანეთის მთავრობის ახალი წევრები წარადგინა


  • ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა მთავრობის წევრები წარადგინა.

ბრიტანეთის ახალ მთავრობაში ტერეზა კოფი დაინიშნა სახელმწიფო მდივნად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში. ის ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ბრიტანეთის ახალი კანცლერი კვასი კვარტენგი იქნება, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში ბიზნეს მდივანი იყო. ის იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის ფინანსებზე, როდესაც ენერგეტიკული ფასების ზრდა ოჯახებსა და ბიზნესს პრობლემებს უქმნის.

ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იქნება, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში განათლების მინისტრი იყო.

ლიზ ტრასის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სუელა ბრავერმანი დაიკავებს, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში გენერალური პროკურორი იყო.

კონსერვატიული პარტიის დისციპლინაზე ამიერიდან ვენდი მორტონი იზრუნებს.

გარდა ამისა, ბრიტანეთის ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ბენ უოლასმა შეინარჩუნა.

ამასთან, თემთა პალატის ახალ ლიდერად პენი მორდანტი დაინიშნა.

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი გუშინ აირჩიეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!