ლიზი წყაროზიას წარმატება TOLES სასერტიფიკატო გამოცდაში


სიტყვა „იურისტი“ ლათინური წარმოშობის სიტყვაა და იშიფრება, როგორც სამართალი. პროფესიით იურისტი სისტემატიურად, კრიტიკულად აფასებს საზოგადოებისთვის საჭირო გამოწვევებს, რაც სოციალური თანაცხოვრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ამ პროფესიის განვითარებას უკავშირდება სახელმწიფოების შექმნისა და არსებობის ისტორია, ლოგიკურია, რომ წლიდან წლამდე იზრდება მოსწავლეების ოდენობა, რომლებიც სამომავლო პროფესიად – იურისტობას განიხილავენ. გარდა იმისა, რომ ამ პროფესიის შესწავლა კანონთა წერას და განმარტების სწავლებას მოიცავს, მნიშვნელო-ვანია მისი მასშტაბურობის შესაბამისი ცოდნის მიღება, რის საშუალებადაც TOLES სამართლებრივი ინგლისურის ტერმინოლოგიის გამოცდის ჩაბარება ითვლება, რის შემდეგაც განათლებით იურისტი – მსოფლიო იურიდიულ სფეროში სამუშაო ბაზრის-თვის მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი კადრი ხდება.

ლიზი წყაროზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ შამგონის კურსდამთავრებული და  საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტია, რომელმაც წარმატებით ჩააბარა TOLES სამართლებრივი ინგლისურის გამოცდა.

„აბიტურიენტობის პერიოდში ზუსტად ვიცოდი, რომ იურისტობა მინდოდა, რადგან ამ პროფესიაში სწორედ ის მომწონს, რომ მაქვს შესაძლებობა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე ვიმოქმედო და შესაძლო ცვლილებების ფონზე ეს ხარისხი გავაუმჯობესო. დეტალურად ვეძებდი უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაციას, ვეკითხებოდი მეგობრებს მათი გამოცდილების შესახებ და ასე მივიღე გადაწყვეტილება ჩამებარებინა საქართველოს უნივერსიტეტში. სამართლის პროგრამის შესწავლისას მნიშვნელოვანია პრაქტიკული დავალებების შესრულების შესაძლებლობა და ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების საშუალება, სწორედ ეს უკანასკნელია – TOLES სამართლებრივი ინგლისური ენის სასერტიფიკატო გამოცდა. როგორც აღვნიშნე, ამ სფეროში ეს პროგრამა ერთადერთია, რომელიც საერთაშორისო იურიდიული ტერმინოლოგიის სწავლების შესაძლებობას გაძლევს, ხოლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, სერტიფიცირებული ხდები და ავტომატურად იზრდება საკუთარი პროფესიით დასაქმების შესაძლებობის არეალი.“ გვიზიარებს სამართლის სკოლის სტუდენტი, ლიზი წყაროზია

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა გამორჩეულია სწავლების მეთოდით, რადგან მისი სასწავლო გეგმა (სილაბუსი) პრაქტიკული შეჯიბრებების და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარების მუშაობის პრინციპსა ეფუძნება. ეს თავის მხრივ, სტუდენტებს საშუალებას აძლევს რეალურ გარემოში ადვილად ადაპტირდნენ და გამოცდილება სწავლების პროცესში დააგროვონ. სწავლების ნაწილია TOLES სასაერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსიც, რისი გავლაც სტუდენტებს სილაბუსით აქვთ გათვალისწინებული და ეს თავისთავად ზრდის კურსდამთავრებულის კომპეტენციას – ამ სფეროში.

„სტუდენტობა და უმაღლესი განათლების მიღება კარიერული წინსვლისთვის ის ფუნდამენტია, რომელსაც ნელ-ნელა მატებ წარმატებულ შედეგებს, რომ შემდგომ საკუთარი დაგროვილი ცოდნით კონკურენტული იყო დამსაქმებლებისთვის, ამ პროფესიაში კი – საერთაშორისო სამართლმცოდნეობის ტერმინოლოგიის ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამ ცოდნის მისაღებად არ დამჭირვებია გარეშე არეალში ინფორმაციის მოძიება, ან დამატებითი ხარჯების გაღება, პროგრამა თავისთავად მოიცავს კურსს და ეს ამარტივებს სტუდენტისთვის შესაძლებლობის მიღებას.

ჩემი ლექტორების და მენტორების დახმარებით შევძელი საჭირო ცოდნის დაგროვება და გამოცდის წარმატებით ჩაბარება, რაც შესაძლებლობას მომცემს ქვეყნის გარეთ გავუწიო კონკურენცია სხვა იურისტებს და ვიყო მოთხოვნადი კადრი“ – ლიზი წყაროზია, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი.

საქართველოს უნივერსიტეტი წლიდან წლამდე ანახლებს სასწავლო პროგრამებს, ყველა აკადემიურ საფეხურზე – თანამედროვე საგანმანათლებო საჭიროებების მიხედვით. მათ შორისაა სამართლის პროგრამა, რომელიც აწყობილია პაქტიკული სწავლების მეთოდზე და ყველა საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით დააბალანსონ, საერთაშორისო შეჯიბრებებით, იმიტირებული სასამართლო პროცესებით თუ სხვადასხვა  სტუდენტური პროექტებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!