გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად, ,,ევროპული საქართველო”, არჩევანს დეპუტატ ლელა ქებურიაზე აკეთებს. რასაც “ზუგდიდელებთან” საუბარში თავად ლელა ქებურიაც ადასტურებს.
ის ამბობს, რომ უახლოეს ხანებში, ზუგდიდში, მოხდება მისი კანდიდატის ოფიციალური წარდგენა. ამ ინფორმაციას, სოციალურ ქსელებში, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკაში მცხოვრები ზუგდიდელი ნონა ლოლუა წერს, რომ ამ ნაბიჯით, ,,ევროპულმა საქართველომ”, პირდაპირ ,,ხონჩით” მიართვა გამარჯვება სახელისუფლებო კანდიდატს”