,,ვისოლ ჯგუფი” არ დაჯარიმდება


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ცნობილი გახდა, რომ ,,ვისოლ ჯგუფს”, რომელიც ზუგდიდში კედიას ქუჩაზე,  საერთაშორისო ბრენდის მქონე სავაჭრო ობიექტს აშენებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ორი წლის ვადით გაუგრძელდა და ჯარიმისაგან გათავისუფლდა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობა უნდა დაესრულებინა 2017 წლის 17 ივლისისთვის. მისი თქმით, კომპანიამ შეასრულა ვალდებულებების ნაწილი-კომბინატის სახანძრო შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, თუმცა პირობა დაარღვია და არ დაასრულა ობიექტის მშენებლობა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mI-kDoaL2vw[/embedyt]

სხდომაზე იმყოფებოდა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. კომპანია ვალდებულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა „ენმ“-მ. დეპუტატმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ მას  განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს ქალაქის მერთან, სწორედ ამიტომ იქნა ზუგდიდში მისი ბიზნეს ინტერესები გათვალისწიენბული. „თქვენ გაკავშირებდათ მეგობრული ურთიერთობა ქალაქის მერთან ბატონ გოგოხიასთან, ძალიან კარგი იქნებოდა, დღეს ქალაქის მერიც ყოფილიყო და ასე ეულად არ დაეტოვებინეთ.  თვითონაც აეღო პასუხისმგებლოაბა.“ საკრებულოს წევრი დაინტერესდა რამდენად შესძლებდა კომპანია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=HzZaKKfINFQ[/embedyt]

საპასუხოდ ფხაკაძემ განმარტა, რომ მას არავის დაცვა არ სჭირდება და მთელი ცხოვრება სწორი გზით იარა.  „მე პოლიტიკოსი არ ვარ, შევეცდები კონსტრუქციულად გიპასუხოთ. არასოდეს ცხოვრებაში მეგობრობით და ნათესაობით  არ მისარგებლია. ქალაქის მერს, რომელიც დღეს ზუგდიდს ყავს ჩემი დაცვა არ სჭირდება. მიხარია, რომ ჩემი მეგობარია, არ დავმალავ არასოდეს.“ მისი თქმით, ვალდებულებების შეუსრულებლობა ლარის დევალვაციამ გამოიწვია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=jVEXMJb2wP0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!