ლევან მგალობლიშვილმა სამეგრელოში შეხვედრები გამართა


  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანდაცვის და განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად სამეგრელოში შეხვედრებს მართავს.

სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას, მის მოადგილეებს რეგიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.

უწყების ცნობით, ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროებების მოგვარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება დაავალა.

“შეხვედრაზე ვისაუბრეთ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებების გადასაჭრელად უფრო მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე. მოგეხსენებათ, რომ რეგიონებიდან სამეგრელოში არის ყველაზე მეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი წარმოდგენილი და აქ ცხადია მეტი საჭიროებები დგას. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ვცდილობ ჩვენს დევნილ მოქალაქეებს ეს პრობლემები შევუმსუბუქოთ, განსახლების მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა, ამჟამად კი ზუგდიდში 1700 დევნილ ოჯახზე გათვლილ ახალ კომპლექსს ვაშენებთ’’ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმეტესობა სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა კი დევნილ მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციასა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას გეგმავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!