ლევან იოსელიანი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა


  • დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. ლევან იოსელიანი აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა.

“ჩამოვედი საოკუპაციო ხაზთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც მოძრაობენ ენგურის ხიდზე, გადადიან ძირითადად გალში. ჩვენი წარმომადგენელი არის დაკავებული მათი უფლებრივი მდგომარეობით, მონიტორინგით. მე თვითონ მოვედი, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა და მე თვითონ გავსაუბრებოდი ადამიანებს, რომლებიც გადმოდიან და მათგან მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ბარიერები აქვთ გადაადგილების, რა პრობლემები ექნებათ, რა პერიოდში და ა.შ…”-განუცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებს.

 ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლებიც. 

დღესვე, ლევან იოსელიანი სოფლებს წყოუსა და ხურჩას ეწვევა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!