გაიმართა შეხვედრა სამეგრელო ზემო-სვანეთში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან


  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მოქმედ ტუროპერატორებს, სასტუმროების თანამშრომლებს და ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდში კერძო სექტორთან შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.

უწყების ცნობით, რეგიონში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სამომავლო პროექტებით დაინტერესდნენ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას და შემოსავლის გაზრდას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს რაც რეგიონშია ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილე ნინო ვიბლიანი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თამარ ყორიაული ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამეგრელოს დანიშნულების მართვის ორგანიზაცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!