კუდოისტი ლევან დარასელია მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი


  • ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს პირველი მედალი მარიამ ნანავამ მოუტანა (-220). მარიამმა ფინალში იტალიელი ილარია აგრესტა დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი ლევან დარასელია (-230), რაც ქართული კუდოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

18 წლის გიორგი ჟვანიამ (– 240) ფინალში ბულგარელი რუსი ჰაძიევი დაამარცხა და უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

გიორგი ლომსაძემ (+270) სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ფინალში ბულგარელი ატანას ატანასოვი დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას ევროპირველობაზე მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

ინფორმაციას კუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × five =

Akismet ანტისპამი