ლევან დავითაშვილი: 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა


  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა.

“დევნილებს ფართები დაუკანონდა მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

ჯამში გადაეცა, როგორც საცხოვრებელი ფართები, ისე არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ჯამში 1 375 დევნილი ოჯახი გვყავს, რომელსაც 11 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, საკუთრება დაუკანონდათ. ასევე გვყავს 83 დევნილი ოჯახი, რამდენიმე ასეული დევნილი, რომელსაც ასევე ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე ფართები დაუკანონდა. შესაბამისად, ისინი ამ ფართების გამოყენებას და თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სრულფასოვნად შეძლებენ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!