ზუგდიდში 8 აგვისტოს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 

,,2008 წლის აგვისტო არის უმძიმესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რუსეთის აგრესიის შედეგად მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ყველაზე ტრაგიკული ეს გახლავთ ადამიანური მსხვერპლი. ამ ომს შეეწირა ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის და გმირი მებრძოლების სიცოცხლე, ჩვენ პატივს მივაგებთ მათ გმირობას და მადლობას ვუხდით მათ. ჩვენი ბიჭები ვალმოხდილები შეუერთდნენ საქართველოსთვის თავშეწირული ქართველების ზეციურ დასს, მათი სისხლი არ იქნება ამაოდ დაღვრილი, ჩვენი ქვეყანა მოახერხებს დეოკუპაციას და ტერიტორიების დაბრუნებას რა თქმა უნდა მშვიდობითა და სიყვარულით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ამ თარიღს დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად საქართველოს“-განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობისას. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის სკეიტ პარკში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აგვისტოს ომს 4 კაპრალის ბადრი ბერანძის, დავით ჯიქიას, სერგეი გოროზიასა და კობა სერგიას სიცოცხლე შეეწირა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 

დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, ბადრი ბერანძისა და დავით ჯიქიას საფლავებზე იმყოფებოდა,


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!