“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა დამენია უკვე პარლამენტარია, – ის პარტიამ საპარლამენტო სიის გამსვლელ ნომრებში შეიყვანა და რიგით 22, ამჯერად მესამედ გახდა პარლამენტარი. მიუხედავად ამისა, ლაშა დამენია ფიქრობს, რომ ჯერ ბრძოლა არ დამთავრებულა,– წინაა ხელმეორე არჩევნები ოლქის სამ უბანში და მეორე ტური ქალაქში, სავარაუდოდ თემშიც, რადგან მისი გათვლებით 22 ოქტომბერს დანიშნული განმეორებითი არჩევნები, პრაქტიკულად, ვერ შეცვლის იმ შედეგს რაც დღეს გვაქვს.
ლაშა დამენია “ზუგდიდელებთან” საუბარში ამბობს, რომ ეს არჩევნები იყო უპრეცედენტო ზეწოლებით გამორჩეული. გამორჩეული კრიმინალური გარიგებებით, ყუთის გატაცებით, სომხური კარუსელით. პროგნოზირებს, რომ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება იმ ხელისუფლების ხელში, ვინც კრიმინალებს ურიგდება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Sf41w5NaYuU[/embedyt]