ლაშა გოგია მოსახლეობას ხვდება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წელი, ახალი ინოვაციური პრაქტიკის დანერგვით დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას ინიციატივით, ის მოსახლეობას, სოფლებში შეხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე მოისმენს.

გამგებელმა ინიციატივის განხორციელება დღეს დაიწყო და გამგეობის ადმინისტრაციული, სოციალური, ჯანდაცვისა და მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივებსა და კოკის მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაპირდა. ,,ჩემთვის უმთავრესია ვიცოდე ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სოფელში მივიდე და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გავეცნო. ხშირად მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმ პროექტების თუ პროგრამების შესახებ რასაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ საკეთილდღეოდ ახორციელებს, შესაბამისად შეხვედრებს გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რათა მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიონ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უპირველესი ამოცანა მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვაა, რასაც წარმატებით ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ“- აღნიშნა ლაშა გოგიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგებლის მოადგილეები ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!