„თაუნ პარკის“ ინიციატივები ზუგდიდელებისათვის


დღეს, მერიის დარბაზში, სააქციო საზოგადოება „თაუნ პარკის’’ წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პროექტი ქალაქში პარკირების მოწესრიგებაზე და ურბანული პრობლემების გადაწყვეტაზე. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულმა შესაძლებელია ეს პროექტი თავისთავზე აიღოს, განახორციელოს, ხოლო   მოვალეობების დელეგირება მოახდინოს კერძო სექტორზე.

 „თაუნ პარკის’’ წარმომადგენლის სალომე ვაშაკიძის თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ სამეგრელო ზემო- სვანეთში შეადგინა 66 ათას 400 ავტომობილი, საიდანაც 55 ათასი არის მსუბუქი ავტომობილები. ის ამბობს, რომ  პროექტის განსახორციელებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური სურვილი და მზაობა იმისათვის, რომ პროექტი განხორციელდეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=vs2WbHh81ac[/embedyt]

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=jCCqAcKJF9Q[/embedyt]ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას თქმით, პროექტს განიხილავენ, იმსჯელებენ და შესაძლებელია აუქციონზეც გაიტანონ. „ კომპანიამ მოგვმართა, სურვილი გამოთქვა, რომ   დაეხარჯა და სამასი ათასი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა ზუგდიდში. იმედი,ა წლის ბოლომდე დარეგულირდება ეს საკითხი და უკეთესობას იგრძნობს ზუგდიდის მოსახლეობა და ქალაქის სტუმრები’’- აღნიშნა მერმა ჟურნალისტებთან.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!