დღეს, გარდაცვალებიდან მე-15-ედღეს, მოქალაქე ლალი ცირდავამ, დედა ციალა ჯოჯუა დაკრძალა. „ზუგდიდელებთან“ ლალი ცირდავამ აღნიშნა, რომ მას დახმარება არც მერიიდან და არც საკრებულოდან არ მიუღია. „15 დღე მიცვალებული მესვენა სახლში.ორი წლის განმავლობაში, ჩვენს პრობლემას საშველი არ დაადგა. მესმოდა მხოლოდ დაპირებები და მეტი არაფერი. ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენჯერმე ჩვენს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ, მაგრამ კონკრეტულად არაფერი უთქვამთ. ბოლოს, საერთოდ, განაცხადეს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. შედგა ოქმი, რომელსაც ესწრებოდნენ ამხანაგობის წევრები, გარდა ერთისა. ოქმის შინაარსში დაფიქსირებულია, რომ 1978 წლიდან ვცხოვრობდი და ვსარგებლობდი ამ ფართით და რომ უფლებამოსილი ვარ ვიცხოვრო და ვისარგებლო ამ ფართით. “ გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ მართალია დღეს დაკრძალა დედა, მაგრამ პრობლემა ამოწურული არ არის და ის კვლავ გააგრძელებს ბრძოლას მიზნის მისაღწევად. ლალი ცირდავამ, გარდაცვლილი დედა ციალა ჯოჯუა 15 დღე არ დაკრძალა. უკვე მეორე წელია ის ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს დაეხმაროს კონკრეტული ფართის დაკანონებაში, რომელიც რეალურად, როგორც ამბობს, დედამისს ეკუთვნის. აწ უკვე გარდაცვლილი ციალა ჯოჯუა, პროტესტითს ნიშნად, სხვადასხვა დროს, სამჯერ შიმშილობდა გამგეობისა და მერიის შენობების წინ ფართის დროულად დაკანონების მოთხოვნით. ლალი ცირდავა ამბობს, რომ არდაკრძალავს მიცვალებულს მანამ, სანამ არ დაუკანონებენ ფართს.