კუჭმაჭი


  • მეგრელების განსაკუთრებული სუფრა არ ჩაივლის კუჭმაჭის გარეშე, რომელიც აუცილებლად განსაკუთრებით სუფთა დიასახლისის მიერ უნდა იყოს მომზადებული, რადგან, მეგრელები მარტო გულ-ღვიძლისგან კი არ აკეთებენ კუჭმაჭს, მისი განსაკუთრებული არომატისთვის საქონლის ნაწლავებსაც იყენებენ. ნაწლავების გარეცხვა კი, მოგეხსენებათ, ძალიან სერიოზული საქმეა.

მასალა:

საქონლის გულ-ღვიძლი, ნაწლავები;

1 კგ. ხახვი

4-5 კბილი ნიორი

1-2 კონა ქინძი

1-2 კონა ქონდარი

2-3 დაფნის ფოთოლი

2-3 ჭიქა კარგი წითელი ღვინო

3-4 მწიფე ბროწეულის მარცვალი

დანარჩენი გემოვნებით.

მომზადება: კარგად გაასუფთავეთ საქონლის შიგნეულობა. არ შეგყვეთ ნაღველი, გარეცხეთ დაჭერით წვრილად, ჩაუშვით ქვებში, ცოტა მარილი მოაყარეთ, რომ ხარშვის პროცესში არ დაიშალოს და შუშეთ თავისსავე წყალში (გარედან წყალი არც ერთ ეტაპზე არ დაამატოთ). წყლის ამოშრობა უნდა დაემთხვას ხორცის დარბილებას, ამიტომ შუშეთ ძალიან ნელ ცეცხლზე. თუ ამოშრა წყალი, დაუმატეთ წითელი ღვინო. რომ მოშუშდება, დაუმატეთ ძალიან ცოტა კარაქი,ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, და ახლა უკვე ხრაკეთ, სანამ ხახვი იქნება მზად. მერე დაუმატეთ სურნელოვანი პილპილი, 4-5 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი,  დაფნის ფოთოლი,ქინძი, ქონდარი, წითელი და შავი წიწაკა, მარილი. წიწაკა იმდენი უნდა დააყაროთ, რომ გამოვიდეს ძალიანცხარე. შეგიძლიათ ცოტა უცხო სუნელიც დაამატოთ. თითქმის, რომ მზად იქნება კერძი, დაუმატეთ ბროწეულის მარცვლები,1-2 ჭიქა კარგი წითელი ღვინო და აცადეთ წამოდუღება.  თუ კონსისტენცია თხელი გამოგივიდათ, ახადეთ ხუფი და ამოშრობა აცადეთ, სანამ თქვენთვის სასურველ კონდიციამდე მიიყვანთ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!