- ამერიკის კინოაკადემიამ COVID-19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა, 2021 წლისთვის, “ოსკარის” მოსაპოვებლად შეარჩიოს ის ფილმებიც, რომლებიც ონლაინ უჩვენეს და არა კინოთეატრებში. ცვლილება მხოლოდ მომდევნო, 93-ე ცერემონიის ნომინანტებზე ვრცელდება.
დღემდე აუცილებელი პირობა იყო ფილმის ჩვენება ლოს-ანჯელესის რომელიმე კომერციულ კინოთეატრში ზედიზედ 7 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ მაინც. კორონავირუსის პანდემიის გამო, ლოს-ანჯელესის კინოთეატრები დახურულია.