- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე 112-ის 17 თანამშრომელი გამოიკვლიეს. ყველა გამოკვლეულ პაციენტზე პასუხი უარყოფითია. გარდა ამისა PCR ტესტებით COVID 19-ზე კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება.
ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, იკვლევენ 112-ის თანამშრომლების მეორე ნაწილს და ასევე, საკარანტინო ზონიდან და “ცხელების ცენტრებიდან” შემოსულ ბიოლოგიურ მასალებს.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეისათვის, სულ 40 პაციენტის ბიოლოგიური მასალა შემოვიდა. აქედან 17-ის პასუხი უკვე ცნობილია. რაც შეეხება, დანარჩენებს – მათ შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო დღის ბოლოს გაავრცელებს.