კორონავირუსის სიმპტომები, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება


  • თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის იმ სიმპტო­მებს ასა­ხე­ლებს, რომ­ლი­თაც ის სხვა ვირუ­სე­ბი­გან გან­სხვავ­დე­ბა.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია ძა­ლი­ან ჰგავს გრიპს, მაგ­რამ გრი­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას უე­ცა­რი და­სა­წყი­სი არ ახა­სი­ა­თებს. მისი გან­მარ­ტე­ბით, გრი­პი, რო­გორც წესი უეც­რად იწყე­ბა, ხოლო, კო­რო­ნა­ვირუ­სი – თან­და­თან.

ამას­თან, ცერ­ცვა­ძის თქმით, გრი­პის დროს ხში­რია თა­ვის ტი­ვი­ლი, კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს კი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია თა­ვის ტკი­ვი­ლი, ასე­ვე გრი­პის დროს შე­საძ­ლოა, დი­ა­რეა იყო, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს იშ­ვი­ა­თია.

“ასე­ვე, გა­ცი­ე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კო­რო­ნა­ვირუსს ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რაც ე.წ. გრი­პის­მაგ­ვარ და­ა­ვა­დე­ბებს არ ახა­სი­ა­თებთ. აგ­რეთ­ვე, ახა­სი­ა­თებს მეტი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. ეს ის ნი­უ­ან­სე­ბია, რომ­ლი­თაც მხო­ლოდ გა­მოც­დილ ექიმს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო და გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის

სა­ბო­ლოო და გან­მსა­ზღვრე­ლი მა­ინც არის რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რად მძი­მე პნევ­მო­ნი­ის დად­გე­ნა. ყვე­ლა­ზე ზუს­ტი შე­დე­გია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა“, – გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია, შეძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს რო­გორც მსუ­ბუ­ქი, ისე მძი­მე ფორ­მით.

“არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. მსუ­ბუქ შემ­თხვე­ვა­ში მას აქვს იგი­ვე სიმპტო­მე­ბი, რაც აქვს და­ახ­ლო­ე­ბით მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ებს სხვა ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულს, ხოლო მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში მას აქვს იგი­ვე კლი­ნი­კა, რაც მძი­მე მწვა­ვე რეს­პე­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­ულ ინ­ფექ­ცი­ებს. კერ­ძოდ, ეს სიმპტო­მე­ბია: ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, ხვე­ლა.

შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა სიმპტო­მე­ბიც, მა­გა­ლი­თად, კუნ­თე­ბის და თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შეგ­რძნე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმპტო­მია სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ეს უნდა იცო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბამ და ექი­მებ­მაც.

ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სიმპტო­მია, ვი­ნა­ი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ას ახა­სი­ა­თებს ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი – სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბით, ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვით, სუნ­თქვის პრო­ცეს­ში დამ­ხმა­რე კუნ­თე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ნეს­ტო­ე­ბის შე­ბერ­ვით და ა.შ.

სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ერ­თის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ა­ზე, ხოლო მე­ო­რეს მხრივ მი­უ­თი­თებს ნე­ბის­მი­ე­რი მძი­მე, მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ის დამ­ძი­მე­ბა­ზე და არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნე­ბა იმის­თვის, რომ მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია”, – აცხა­დებს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!