- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს Covid 19-ის ვაქცინაციის მოძრავი პუნქტით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. დღეს, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი კოკსა და ორსანტიაში მოემსახურა ადგილობრივებს.
ავტობუსში, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, მოქალაქეებს იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.
მოძრავი ავტობუსი უკვე იმყოფებოდა ქალაქის სხვადასხვა უბანში. გარდა მოძრავი ავტობუსისისა, ვაქცინაცია შესაძლებელია სოფლის ამბულატორიებსა და ქალაქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებეში.