აფხაზეთში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 404 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა. 

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის კლინიკაში ბოლო ორ დღეში 2 პაციენტი გარდაიცვალა, 63 წლის ქალი და 80 წლის მამაკაცი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 26 237 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 395, გამოჯანმრთელდა 21 807 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen − 12 =

Akismet ანტისპამი