კორონავირუსით დაავადებული 32 წლის ექიმი აღწერს, რა ემართება ადამიანის ორგანიზმს ინფიცირების შემდეგ


32 წლის ამერიკელი ექიმი ნიუ ჯერსიდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ამის შესახებ Business Insider წერს. გამოცემის ცნობით, ჯეიმს ქაი კორონა-ვირუსით ინფიცირებული პირველი ადამიანია ნიუ ჯერსიში. ის Hackensack-ის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით გასულ კვირას მოათავსეს. მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში ექიმის ასისტენტად მუშაობს, ამბობს, რომ არანაირი თანმდევი დაავადება არ აქვს. ის აღწერს, თუ როგორია ინფიცირების შემდგომი მდგომარეობა. “დიარეა, თვალებიდან ცრემლდენა, გახშირებული სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში და მაღალი სიცხე, ყოველი დღე უარესია“, – ამბობს კორო-ნავირუსით ინფიცირებული. ექსპერტები აქამდე აცხადებდნენ, რომ კორონავირუსი უფრო სახიფათოა ასაკოვანი ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც გამოხატული თანმდევი დაავადებები აქვს – კიბო, მაღალი წნევა, დიაბეტი, გულის დაავადებები, თუმცა ჯეიმსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არც ასაკოვანია და არც თანმდევი დაავადება აქვს, მისი მდგომარეობა მაინც მძიმეა. პაციენტის თქმით, ის სამედიცინო კონფერენციაზე დაინფიცირდა. “ადამიანებმა კორონავირუსს სერიოზულად უნდა შეხედონ, ეს ძალიან სერიოზული ვირუსია“, – ამბობს ექიმი. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინა და დღეს ვირუსით მსოფლიოს მასშტაბით უკვე 113 000 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 725 დადასტურებული შემთხვევაა, 26 ადამიანი კი გარდაიცვალა.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!