რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის


ჯანდაცვის სამინისტრო ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო სხვადასხვა რეკომენდაციებს ავრცელებს, მათ შორის კარანტინში მყოფი პირებისთვის. უწყების განცხადებით, კარანტინში მოხვედრისას დაცული უნდა იყოს რამდენიმე წესი.
საიზოლაციო სივრცე
უწყების განმარტებით, პირი იზოლაციაში უნდა იმყოფებოდეს დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში, შესაბამისი მოცულობის სივრცეში. ეს შეიძლება იყოს, როგორც სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებული ან ნახევრადბოქსირებული პალატები, ასევე, კარანტინისთვის გამოყოფილი სხვა სივრცე.
სამინისტროში ამბობენ, რომ უმჯობესია თითოეული ადამიანი განთავსდეს ცალკე საიზოლაციო ოთახში, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ჰაერცვლის სისტემა. თუმცა, პაციენტი შესაძლოა მოხვდეს კოჰორტულ (ჯგუფური, მაგ: ოჯახის წევრები) იზოლაციაში, რასაც ეპიდემოლოგი იზოლირებულებთან შეთანხმებით წყვეტს.უწყების განცხადებით, იზოლირების ადგილას უზრუნველყოფილია:
დღეში სამჯერადი კვება, საკვების/სასმელის ინდივიდუალური კონტეინერებით
მიწოდებით;თეთრეული და პირადი მოხმარების საგნები, მათ შორის ტანსაცმელი
(ნახმარი ტანსაცმელი გაირეცხება ადგილზევე ან გადაეცემა ოჯახის წევრებს);
ქრონიკული დაავადებით დაავადებულ პირთათვის საჭირო მედიკამენტები
და სამედიცინო საგნები; საიზოლაციოდ გამოყოფილი ოთახების/პალატების ყოველდღიური
დალაგება/დასუფთავება და სანიტარული კვანძების დეზინფექცია (უნდა
ხორციელდებოდეს შესაბამისად მომზადებული/ტრენირებული პირების და/ან
სურვილის შემთხვევაში თავად იზოლირებული პირის მიერ);
სატელეფონო კავშირის და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა.
უწყების განცხადებით, სურვილის შემთხვევაში ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეუძლიათ იზოლაციაში მყოფებს მიაწოდონ საკვები და სასმელი, პირადი მოხმარების საგნები, საჭირო მედიკამენტები.
სამედიცინო ზედამხედველობა უწყების განცხადებით, კარანტინის სივრცეში უზრუნველყოფილია ყოველდღიური სამედიცინო ზედამხედველობა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს პაციენტთან უშუალო კონტაქტის გარეშე. კერძოდ: ტემპერატურის ადგილზე გაზომვა, დისტანციური ან ინდივიდუალური თერმომეტრით, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თვითანგარიშგებით; ცხელების და ან რესპირაციული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების გამოვლენისას ხდება ჰოსპიტალიზაცია ინფექციური პროფილის
სტაციონარში, ხოლო კოჰორტული იზოლაციისას პაციენტთან ერთად მყოფი
პირისთვის იზოლაციის ხანგრძლივდება დიაგნოზის განსაზღვრამდე ან ახალი კორონავირუსისთვის განსაზღვრული ინკუბაციური პერიოდით — დამატებით 14 დღით;
არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა)
სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროებისას, კლინიკაში
ტრანსპორტირება ხდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, სტაციონარში
ბოქსირებულ პალატაში (და ან გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ პალატაში)
საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე; სამინისტრო, ასევე, განმარტავს, რომ კარანტინში მყოფი პირებისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა — ჯანსაღად კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა
და სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!