კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება


  • საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი გრძელდება. რეგულაციების ნაწილი დღეიდან მოიხსნება.

საქართველოში დღეიდან შემდეგი შეზღუდვები იხსნება:

• სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ დღეიდან, პირველი მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის სავალდებულო ტესტირების პირობით;

• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ დღეიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

• დღეიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;

• რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში დღეიდან, პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან;

• რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

• დღეიდან შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება კონფერენციები და ტრენინგები;

რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპებს:

• არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;

• სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

• სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

• სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

• თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან;

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პისიარტესტის ნეგატიური პასუხით, დღეიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, ამ ეტაპზე შენარჩუნდება ამ დრომდე მოქმედი რეჟიმი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!